დეგუსტაციის ორგანიზატორი

აღწერა

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს. "ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს. თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე. სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას დეგუსტაციის ორგანიზატორის პოზიციაზე ქ. თბილისში. ჩვენ გთავაზობთ: მოქნილი სამუშაო გრაფიკით დასაქმების შესაძლებლობას; სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან: 8 სთ - 1000 ლარი 4 სთ - 500 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებზე დეგუსტაციის ორგანიზება და განხორციელება; ** სადეგუსტაციო პროდუქციის მომხმარებლისთვის წარდგენა; ** სადეგუსტაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და მომხმარებლისათვის გადაცემა; ** მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი და მიგნებების რეკომენდაციის სახით მომზადება. პიროვნული თვისებები და უნარები: ** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები/რეზიუმე მუშავდება სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან და ამის შესაბამისად, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, სავალდებულო წესით მითითებულ მონაცემთა მიუწოდებლობის შემთხვევაში მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი განაცხადი/კანდიდატურა. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დეგუსტაციის ორგანიზატორი". გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბარისტა-გაყიდვების მენეჯერი
Dim Kava
თბილისი 800₾-2000₾ დედლაინი: 1 კვირაში

მენეჯერი
ღვინის ვაჭრები
თბილისი 1300₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ნიკორა ტრეიდი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო